ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ
03-02-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის გამოცხადებულ კონკურსში - „დაწერე საახალწლო ზღაპარი/ლექსი“ მონაწილეობდნენ.

მე-10 კლასის 4 მოსწავლე ხოჯორნის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიასაც დაესწრო.

„მართალია, საპრიზო ადგილებზე ვერ გავედით, მაგრამ სამახსოვრო წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისთვის და სერტიფიკატები ყველას გადაეცა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის ბიბლიოთეკა არაერთი საინტერესო პროექტის ავტორია, რომელშიც სიამოვნებით ერთვებიან მოსწავლეები“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203