კრწანისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე გაიმართა
03-02-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.  ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა წაიკითხეს შარლ პეროს ზღაპრები, გოდერძი ჩოხელისა და ოსკარ უაილდის ნაწარმოებები და სხვა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

წიგნის საჯაროდ კითხვის  მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203