წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ეთერ ასლანიკაშვილმა ალავერდის ტაძრის მაკეტი დაამზადა
03-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ეთერ ასლანიკაშვილმა საგნის - „ჩვენი საქართველო“ შემაჯამებელი გაკვეთილისთვის ალავერდის ტაძრის მაკეტი დაამზადა.
მოსწავლემ ამ ფორმით შემოქმედებითი უნარები გამოავლინა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ მათ მიერ დამზადებული რესურსების გამოყენებით სწავლება“.
„ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელი მაია ქობულია გახლავთ.