წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაკრამესა და ქარგვაში დაოსტატდნენ
03-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაკრამესა და ქარგვის სპეციალობაში დაოსტატდნენ.
სპეციალობებს მათ მასწავლებელი ანი შენგელია ასწავლის.
2019-2020 წლის მეორე სემესტრიდან აღნიშნულ სპეციალობებს ქსოვის გაკვეთილებიც დაემატა.
„ასე შესანიშნავად დაოსტატდნენ ჩვენი მოსწავლეები მაკრამესა და ქარგვის სპეციალობაში. მეორე სემესტრიდან აღნიშნულ სპეციალობებს ქსოვის გაკვეთილებიც დაემატა. მალე ახალ ნიმუშებს შემოგვთავაზებენ ჩვენი ნიჭიერი გოგონები. მადლობა მათ მასწავლებელს ანი შენგელიას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.