საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა პროექტი - „ჩემი სოფლის ისტორია“ განახორციელეს
31-01-2020
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ეკომანი“ წევრებმა პროექტი „ჩემი სოფლის ისტორია“ განახორციელეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ ეთნოლოგიური კვლევა-ძიებისა და უფროსი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. მისივე თქმით,  პროექტი იყო ნაყოფიერი და ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

„ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა შეისწავლეს სოფლის ისტორია. ჩაატარეს კვლევა სოფელში გავრცელებული გვარების შესახებ. უხუცესებისგან აიღეს ინტერვიუ და შეაგროვეს დღემდე შემორჩენილი ლეგენდები სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203