ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ლექცია ჩაატარა
31-01-2020
გორის მუნიციპალიტეტის, ქვეშის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის სახელობის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ლექცია ჩაატარა.
საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან თემაზე - „ილია ჭავჭავაძე და თანამედროვეობა“ ისაუბრა.
ლექცია „მუზეუმი სკოლაში“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
„მათ იმსჯელეს, შეადარეს, გაავლეს პარალელი დღევანდელობასა და ილიასდროინდელ საქართველოს შორის. გაიმართა დისკუსია, იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა მომხსენებელსა და მოსწავლეებს შორის“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს