სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ნინოობის დღესასწაულს პროექტ-გაკვეთილი მიუძღვნეს
30-01-2020

ხელვაჩაურიმუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ნინოობის დღესასწაულს ქართული ენასა და ლიტერატურაში პროექტ-გაკვეთილი მიეძღვნა.

მასწავლებელ ხათუნა ხალვაშის ფასილიტაციით VIII კლასის მოსწავლეებმა დაახარისხეს მოძიებული ინფორმაცია,  კონცეპტუალურ მასალაზე დაყრდნობით შექმნეს ლიტერატურული კომპოზიცია და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს იგი.

„ღრმა და შინაარსიანი პრეზენტაციების შემდეგ საინტერესო აღმოჩნდა სახელის ისტორია, საგულისხმო სტატისტიკა, მხატვრული კითხვა მუსიკალური გაფორმებით. დიდი ხალისით ჩაერთვნენ მოსწავლეები კონკურსებში: „ამოიცანით ცნობილი ნინო“, „დაასახელეთ ავტორი“, „სწორია თუ არასწორი“ და სხვა.

რეფლექსიის ფაზაში  მოსწავლეებმა ჩაატარეს ინტერვიუ, შეაჯამეს გაკვეთილი ჟურნალიტური დღიურის სახით.

დასასრულ, პროექტის ორგანიზატორ მოსწავლეებსა და კონკურსებში გამარჯვებულებს სიგელები გადასცეს ჟიურის წევრებმა: დირექტორის მოადგილემ, მასწავლებლებმა და წარმატებულმა უფროსკლასელებმა.

მადლობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილისთვის“,-აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203