მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა
30-01-2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში წმინდა ნინოს ხსენების დღისადმი მიძღვნილი მხატვრული კითხვის კონკურსის - „ქართული პოეზიის მარგალიტები“ პირველი ეტაპი ჩატარდა.
კონკურსში ამავე სკოლის I-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კომისიამ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის საუკეთესო დეკლამატორები გამოავლინა.
კონკურსში გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით (წიგნები) დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა მონაწილეს ნომინაციების მიხედვით სიგელები გადაეცათ.