ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-8 კლასის დამრიგებლები მანდატურის სამსახურმა გადაამზადა
30-01-2020

მანდატურის სამსახურმა, ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა პრევენციის საკითხებზე, ბათუმის N8, თბილისის N4, N48, N138, N85, N138, N141, N162 და რუსთავის N9 საჯარო სკოლების მე-8 კლასების დამრიგებლების გადამზადება დაასრულა.

ტრენინგის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები საპილოტე სკოლების პედაგოგებს ფსიქო -სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა გადასცეს.

ტრენინგის მთავარი თემა მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის საკითხებს შეეხებოდა.

მანდატურის სამსახური საპილოტე სკოლებში გასული წლის გაზაფხულიდან ახორციელებს ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას.

მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრმა პედაგოგების გადამზადების აღნიშნული პროგრამა ფონდთან - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT)" თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203