წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა „ჯიქსოუს“ მეთოდის გამოყენებით ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ჩაატარა
30-01-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოზარდებში წიგნიერების კომპეტენციის განვითარების მიზნით უამრავი საინტერესო აქტივობა იმართება.

სწორედ მოსწავლეებში წიგნიერების განვითარებას ემსახურებოდა კრეატიულად დაგეგმილი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან კუჭავა, V კლასის ხელმძღვანელი კი ირინა ალავიძეა.

„მოსწავლეებს პედაგოგმა ჯიქსოუს მეთოდით დაამუშავებინა გამომცემლობა „კარიბჭეს“ მიერ ახალი სერიის „მეგზური სიკეთისა“ გამოცემული წიგნი სახელწოდებით: „ქართული ხატები და სიწმინდეები“. მოსწავლეებმა წიგნში განთავსებული თითო-თითო თავის მიხედვით წარმოადგინეს, ისაუბრეს ქართულ ხატებზე, ქართულ სიწმინდეებსა და ქართველთ სულიერ ფასეულობებზე“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203