
მესტიის მუნიციპალიტეტის რევაზ მარგიანის სახელობის მუჟალის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ნათია მარგიანმა და მარეხი ფირცხელანმა სტატუსი აიმაღლეს და გახდნენ უფროსი მასწავლებლები.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავენ მასწავლებლებს წინსვლას და წარმატებებს უსურვებენ მომავალ საქმიანობაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.