კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
30-01-2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქართულ-ევროპული კერძო სკოლა „ორნატის“ მასწავლებელმა, ნათელა წაქაძემ, მეორე კლასში პროექტი - „იაკობმა მისცა ფრთები ქართველს ცაში ასაფრენად“ განახორციელა.
მოსწავლეები პროექტის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.
ვიზიტი საინტერესო და სახალისო გამოდგა. მოსწავლეებმა და პედაგოგმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და შინ კმაყოფილები დაბრუნდნენ.