
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, სალომე მღებრიშვილმა, მათემატიკური ოლიმპიადის - „Pranglimine - ზეპირი ანგარიში“ ფინალზე მიწვევა მიიღო. ოლიმპიადის ფინალი ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
„სალომე მღებრიშვილმა „Pranglimine - ზეპირი ანგარიში"-ს Onlain- ოლიმპიადის ფინალზე მოწვევა მიიღო. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების დასწრება საქართველოს ფინალზე, რომელიც ჩატარდება 2 თებერვალს, 2020 წელს. წარმატებები სალომეს!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ რომ, ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში ზეპირი მათემატიკური გამოთვლების უნარის განვითარება. პროექტს ახორციელებს კომპანია „მიკსიკე“ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Estonian Development Cooperation) განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პროექტს საქართველოში მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და Innovative Education Foundation.