ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს გაეცნენ
30-01-2020
საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნების განლაგების, კატალოგის გამოყენების, მის დანიშნულებისა და წარმოების წესებს გაეცნენ.

მათ წესები სკოლის ბიბლიოთეკარმა თინიკო ცუხიშვილმა გააცნო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების კატალოგების გამოყენებისა და წიგნების განლაგების წესების გაცნობით ძალიან დაინტერესდნენ და აქტივობით კმაყოფილები დარჩნენ.

მოსწავლეებს  ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელ მარი მწყერაშვილი ხელმძღვანელობდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203