თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიის, ბიოქიმიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიებში იმყოფებოდნენ
29-01-2020
თბილისის N45 საჯარო სკოლის Xა კლასის მოსწავლეები, ქიმიის პედაგოგის ნინო აბდუშელიშვილის ინიციატივით, კლასის ხელმძღვანელ თამილა ბეგაშვილთან ერთად  აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის, ბიოქიმიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიებში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ლაბორატორიები დაათვალიერეს, სტუდენტების მიერ ჩატარებული ცდები  ნახეს  და პროფესორ-მასწავლებლებისგან ჩატარებული ცდების მნიშვნელობები მოისმინეს, რამაც ბავშვებში დიდი აღტაცება და დადებითი ემოციები გამოიწვია.

„მომავალში იგეგმება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა პრაქტიკულ მეცადინეობებში, რაც ხელს შეუწყობს მათი ლაბორატორიული უნარების გამომუშავებასა და განვითარებას“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203