ყველაზე პოპულარული მიმართულებები და კურსდამთავრებულთა რაოდენობა: საქართველოში 91 პროფესიული სასწავლებელია
01-02-2020

დღეისთვის, საქართველოს მასშტაბით სულ 91 პროფესიული სასწავლებლებელი ფუნქციონირებს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ „ეტალონისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მათგან 50 კერძო, ხოლო 41 სახელმწიფო სასწავლებელია.

პროფესიული სასწავლებლების უმეტესობა - 42 თბილისში მდებარეობს, ყველაზე ცოტა 1-1 კი გურიის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია. 

სასწავლებლები გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია:


აღსანიშნავია, რომ პროფესიული სასწავლებლების პოპულარობა სულ უფრო მეტად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს კერძო და საჯარო პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობა 9 943, ხოლო 2018 წლის მონაცემების მიხედვით 11 955-ია.

რაც შეეხება პოპულარულ მიმართულებებს, სტუდენტებში მოთხოვნადია: მზარეულის, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის, ბუღალტერიის, ვებინტერფეისის დეველოპერის, კულინარიის ხელოვნებისა და  ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის შემსწავლელი პროგრამები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203