ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიუძღვნეს
29-01-2020
მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებმა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა პრეზენტაციითა და დისკუსიით დაასრულეს. მისივე თქმით, მოსწავლეები შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ.

27 იანვარს მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

სიტყვით „ჰოლოკოსტი“ აღინიშნება 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი. ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203