დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში „მე და საზოგადოებაში“ საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
30-01-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში საგან „მე და საზოგადოების“ საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - „ბიუჯეტის შემოსავლები და განაწილება“.
„მათ იციან, რომ ნებისმიერი შრომა ანაზღაურებადია და საჭიროა ბიუჯეტის სწორი განაწილება“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებმა საწარმოს მუშაობა წარმოადგინეს, თავად დაამზადეს „ხრაშუნა დონატები", დაითვალეს ხარჯი და მოგება, ბოლოს კი უგემრიელესი დონატები დააგემოვნეს.