ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღია გაკვეთილზე იგავის ენის თავისებურება სიღრმისეულად გაიაზრეს
29-01-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბორითის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის თემა იყო -„სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ - იგავის ენა“.

„მათ სიღრმისეულად გაიაზრეს იგავის ენის თავისებურება, გარკვევით წარმოაჩინეს პრეზენტაცია ისტ -ის გამოყენებით, განიმტკიცეს შესწავლილი მასალა, შეძლეს შესწავლილი იგავ-არაკების ინტერპრეტაცია, საინტერესოდ გაწერეს ამბავი, მორალი და შეგონება. აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს მათ მიერ წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია, ჩამოაყალიბეს თავიანთი თვალსაზრისები და იმსჯელეს არგუმენტირებულად“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ჯგუფებმა ერთმანეთი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით შეაფასეს.

ღია გაკვეთილს შორენა ტაბატაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203