ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-01-2020
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ქობულეთის მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამაში - „ორიგინალური ნაძვის ხე“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ეს მოსწავლეები არიან ნანიკო სამსონაძე, ნინი შაინიძე და ანასტასია ათაბაგი. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ორიგინალური ნაძვის ხის შექმნისთვის მოსწავლეებს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ. მისივე თქმით, მოსწავლეები პროგრამით კმაყოფილები დარჩნენ.

მე-6 კლასის ხელმძღვანელი თებრო აფხაზავაა, ხოლო ხელოვნების პედაგოგო გიორგი არბოლიშვილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203