ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „ფერია და მაწანწალა“ დადგეს
29-01-2020
ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი „ფერია და მაწანწალა“ დადგეს, რაც თეატრის კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება იყო.

სპექტაკლი პროექტის „შინაარსიანად გავატაროთ თავისუფალი დრო“ ფარგლებში, ქობულეთის კულტურის სახლში დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორი გეგა ქურციკიძე იყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სპექტაკლში დიდი სიხარულით ჩაერთნენ.

სპექტაკლის დადგმის მიზანი ბოშა მოსწავლეთა თანატოლებთან სოციალიზაციის პროცესის გაუმჯობესება იყო.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203