არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ ქიმიის მასწავლებელი ნინო ბენიძე ესეების კონკურსის ფინალურ ტურში გადასვლისთვის დაჯილდოვდა
30-01-2020
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ ქიმიის მასწავლებელი ნინო ბენიძე ესეების კონკურსის ფინალურ ტურში გადასვლისთვის დაჯილდოვდა. ნინო ბენიძეს სპეციალური პრიზი და დიპლომი გადაეცა.
ქიმიის პედაგოგებისა და სტუდენტების გამოცხადებული 2019 წლის ესეების კონკურსი საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
პედაგოგმა კონკურსზე თემა - „ქიმია და ჩემი ცხოვრება“ წარადგინა. ნაშრომი ჟურნალში - „ქიმიის უწყებანი“ დაიბეჭდა.
სკოლა პედაგოგს წარმატებას ულოცავს.
„საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ქიმიის პედაგოგებისა და სტუდენტების ესეების 2019 წლის კონკურსში შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ ქიმიის მასწავლებელი ნინო ბენიძე ფინალურ ტურში გადასვლისთვის დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით და დიპლომით თემისთვის: „ქიმია და ჩემი ცხოვრება“. ნაშრომი დაიბეჭდა ჟურნალში „ქიმიის უწყებანი“. ვულოცავთ ნინო მასწავლებელს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ გზაზე“,- აღნიშნულია სკოლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს