იფარის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
29-01-2020
მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლის 6-მა მასწავლებელმა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
ეს პედაგოგები არიან: ვაჟა პირველი-გეოგრაფიის მასწავლებელი, თეონა ფანგანი-ინფორმატიკის მასწავლებელი, ქეთევან პირველი-ხელოვნების მასწავლებელი, თეა მერლანი-მუსიკის მასწავლებელი, ციალა ზურებიანი-ქართული ენის მასწავლებელი, ციცინო ფანგანი-ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს