კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საკუთარი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
29-01-2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქართულ-ევროპული კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საკუთარი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
გამოფენით მოსწავლეებს რაიონის მკვიდრთათვის საკუთარი შემოქმედების წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ ამ დღით და სურვილი აქვთ, თავიანთი შემოქმედება კიდევ ბევრჯერ გააცნონ საზოგადოებას“.