
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის საჯარო სკოლის X კლასში ღია გაკვეთილი „გზა აღმშენებლობისაკენ“ ჩატარდა.
„გაკვეთილში აისახა VIII -IX საუკუნეებში გაშლილი ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა, რომელსაც ეკლესია-მონასტრების მშენებლობა ჰქვია.
X კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნატალია აბაზაძის ხელმძღვანელობით საუკეთესოდ გაიაზრეს და გადმოსცეს გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი, ბერ-მონაზვნობის არსი და ზოგადად, ის ადამიანური ღირებულებები, რომელსაც აღმშენებლობის გზისკენ მივყავართ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები