
„ჩვენ ვეცნობით სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს“ - საჩხერის მუნისციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
საგაკვეთილო პროცესი მე-2 კლასელებისთვის ძალიან საინტერესო იყო. გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მარი მწყერაშვილი ხელმძღვანელობდა.
ღია გაკვეთილმა, რომელიც დირექციის, მშობელთა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა ჩართულობით ჩატარდა, პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა.