
კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ნახახულევის საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტული კლუბი - „მერცხალი“ შეიქმნა.
გაიმართა პირველი სხდომა, რომელსაც საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე დაამტკიცეს სპორტული კლუბის წესდება, სამუშაო კალენდარი და აირჩიეს სასკოლო სპორტული კლუბის ხელმძღვანელი.
კლუბს სპორტის პედაგოგი უხელმძღვანელებს.
იხილეთ ფოტოები