პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო - ვადები და პროცედურები
28-01-2020

პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაზე განაცხადის მიღება დაიწყო და 2020 წლის 14 თებერვალში დასრულდება. 

სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას წარმოადგენს, რომლის მიზანიც არის  სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიის არჩევის პროცესში დახმარების გაწევა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა.

პროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და ის უკვე გაიარა 15.000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ. პროგრამის განხორციელების პროცესში კი ჩართულია 35-მდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლი დაწესებულება და 600-ზე მეტი საჯარო სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით.

2017-2019 წლებში განხორციელებული კურსების გაგრძელების მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადის ფორმა;
  • ბიუჯეტის დანართი;
  • პარტნიორი საჯარო სკოლის ხელმძღვანელის წერილი (რომლითაც დასტურდება, რომ სკოლას აქვს სურვილი, კონკრეტულ კოლეჯთან/უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განაგრძოს კურსის განხორციელება ახალი ჯგუფებისათვის);
  • ბენეფიციარ საჯარო სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმი;
  • ბაზრის კვლევის ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია;
  • ე.წ. „პროფესიული ლაბორატორიის“ ამსახველი ფოტო ან/და ვიდეო მასალა (სადაც მიმდინარეობდა და მიმიდინარე სემესტრშიც გაგრძელდება WSD საორიენტაციო კურსი);

წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შექმნილი კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განხილვის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:

  • კურსის დაფინანსების შესახებ;
  • კურსის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (რაც გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტაციით);
  • რეკომენდაცია კურსის შინაარსის/ბიუჯეტის კორექტირების შესახებ;
  • კურსის დაფინანსების შესახებ მოთხოვნილი ოდენობისგან განსხვავებული ოდენობით (დაწესებულების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში).

პროფესიული განათლების ინკლუზიურობისა და WSD პროგრამის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით უპირატესობა მიენიჭება განაცხადს, რომელიც:

  • კონკრეტული კურსით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს ახლომდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეებს (ე.წ. „ჰაბი სკოლის“ მოდელის გათვალისწინებით);
  • მორგებული იქნება მოსწავლეთა პროფესიულ ინტერესებსა და საჯარო სკოლების საჭიროებებს;
  • გათვალისწინებული იქნება პროგრამის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესის რეკომენდაციები (მათ შორის შინაარსობრივ და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში).

დანართის სახით იხილეთ: განაცხადის ფორმაბიუჯეტის დანართი და საინფორმაციო ბუკლეტი პროგრამის შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...