უწერის საჯარო სკოლაში სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
28-01-2020
ონის მუნიციპალიტეტის, უწერის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის, ჭადრაკისა და შაშის ფინალური ტური ჩატარდა, სადაც გამარჯვებულები  გამოვლინდნენ.

სკოლის დირექციამ მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს - მედლები, ხოლო პირველ ადგილოსნებს სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.

სპორტული აქტივობების მიზანია, რომ ბავშვები უფრო მეტად ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში და თავიანთი შესაძლებლობების სწორად გამოყენება შეძლონ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203