კერძო სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბი საქმიანობას მეორე სემესტრშიც აქტიურად განაგრძობს
28-01-2020
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბის წევრებმა კარტოფილის ფქვილისგან შესაფუთი მასალა დაამზადეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის ფარგლებში შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.

მისივე თქმით, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში „ანაბასისის“​ მკვლევართა კლუბი თავის საქმიანობას აქტიურად განაგრძობს.

„კლუბის წევრები დიდი ინტერესით და ხალისით მუშაობენ, ატარებენ ექსპერიმენტებს, ექსპერიმენტში მონაწილე ინგრედიენტთა ურთიერთქმედებასა და მიღებულ შედეგებს აკვირდებიან.

კლუბის კურატორი ქიმიის პედაგოგი ქეთევან ედიბერიძეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203