მატნის N2 საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა ახმეტის მუნიციპალურ თამაშებში I ადგილი დაიკავა
28-01-2020
ახმეტის მუნიციპალიტეტის, მატნის N2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა ფრენბურთში გამართულ მუნიციპალურ თამაშებში პირველი ადგილი დაიკავა.
ახმეტის მუნიციპალური თამაშები ფრენბურთში, ვაჟებს შორის, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020 - ის“ ფარგლებში გაიმართა.
გამარჯვებულ გუნდებს შორის მოხვდნენ: ჯოყოლოს (II ადგილი) და ქისტაურის (III ადგილი) საჯარო სკოლები.
გამარჯვებული გუნდი კახეთის რეგიონალურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველი ხელისუფლების მხარდაჭერით ტარდება.
მატნის N2 საჯარო სკოლა ჩვენს მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს