დარჩიძეების საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
29-01-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის, დარჩიძეების საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს. 

პედაგოგებმა ზურაბ სურმანიძემ, ინგა ცეცხლაძემ და ქეთევან შაინიძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. 

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„დარჩიძეების საჯარო სკოლა ულოცავს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ზურაბ სურმანიძეს, ინგა ცეცხლაძესა და ქეთევან შაინიძეს, სკოლას უკვე 11 უფროსი პედაგოგი ჰყავს, გისურებთ წარმატებებს!“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203