რცხმელურის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისთვის“ მოსწავლეთა მოსამზადებლად ვიქტორინა ჩაატარეს
27-01-2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისთვის“ მოსწავლეთა მოსამზადებლად ვიქტორინა ჩაატარეს.

ვიქტორინაში VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.

„ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203