მატნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგი ოტიაშვილი ჭიდაობა სამბოში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა
27-01-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის მატნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგი ოტიაშვილი ჭიდაობა სამბოში ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

სკოლის დირექცია მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„მატნის N2 საჯარო სკოლა პედაგოგთა და მოსწავლეთა სახელით ულოცავს გიგი ოტიაშვილს  ევროპის ჩემპიონობას ჭაბუკებს შორის, ჭიდაობა სამბოში. გვეამაყება, რომ ჩვენი სკოლის აღზრდილია და ვუსურვებთ მომავალში წარმატებას!“-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203