შაუმიანის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
27-01-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის, შაუმიანის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

ფიზიკის მასწავლებელს, ჟულიეტა საგატელიანს, დაწყებითი კლასის მასწავლებელს, ნადია პარავიანსა და რუსული ენის მასწავლებელს, სატენიკ გალეჩიანს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203