მოლითის საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
27-01-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მოლითის საჯარო სკოლის 5-მა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა.
პედაგოგებს - მედეა იაკობიძეს, სვეტლანა ღონღაძეს, ნათია გელაშვილს, თინათინ მჭედლიძესა და ვლადიმერ ტალახაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.