ობუჯის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის პროექტმა მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
27-01-2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის -„ქიაჩი“, მიერ დაწერილმა პროექტმა -„იზრუნე გარემოზე, რომ გარემომ იზრუნოს შენზე“, „ათინათი, მომავლის თაობის“ ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო პროექტების კონკურსში გაიმარჯვა.
კონკურსის თემა იყო ეკოლოგური პრობლემების მოგვარება, მოსწავლეთა მიერ ადვოკატირების კამპანიით.
მოპოვებული გრანტით სოფელში, მდინარე სკურდილას ნაპირზე არსებული „შინმოუსვლელთა პარკის" რეაბილიტაცია იგეგმება.
„მადლობა კლუბის წევრებს, განსაკუთრებით კლუბის ლიდერს, თეკლე შონიას და კლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ ციალა სამუშიას გაწეული მუშაობისთვის. ეს მათი კიდევ ერთი გამარჯვებაა. ვუსურვებთ მათ, ბევრ წარმატებულ პროექტს და ღონისძიებას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს