ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ორგანიზებით მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კინოჩვენება მოეწყო
27-01-2020

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ოკუპაციის დარბაზში, რეჟისორ თინათინ გურჩიანის დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თეა იმნაძე.

ფილმში, სახელწოდებით - „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“, გადმოცემულია მძაფრი, სევდიანი თუ ღიმილიანი ისტორიები, რომლებიც, ამავდროულად, დროის კატაკლიზმებშია გადახლართული.

კინოჩვენებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა საინტერესო პოლემიკა ამ ფილმში წარმოდგენილ პრობლემებზე.  

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203