ლეღვანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსები ჩატარდა
27-01-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ლეღვანის საჯარო სკოლაში პედაგოგმა მადონა მაქაძემ მათემატიკაში შემეცნებითი კონკურსი ჩაატარა, პედაგოგმა ნოდარ ტაბატაძემ კი ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“ მოაწყო.
შემეცნებით აქტივობებში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ წამახალისებელი საჩუქრები მიიღეს და მომავალში საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.