გაუწყინარის საჯარო სკოლის 6 პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
27-01-2020
აბაშის მუნიციპალიტეტის, გაუწყინარის საჯარო სკოლის 6 პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

„ჩვენმა მრავალწლიანმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო, პედაგოგთა დიდი უმრავლესობა უკვე სერტიფიცირებულია, ჯერ ისევ პრაქტიკოსი მასწავლებლებიც აქტიურად შრომობენ სტატუსის ამაღლებისათვის, ხოლო უკვე უფროსი მასწავლებლები კი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად სახავენ გზებს“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203