კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა მეორე სემესტრი მათთვის სასურველ თემებზე შექმნილი პროექტების პრეზენტაციით დაიწყეს
24-01-2020
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ VII და X კლასის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი მათთვის სასურველ თემებზე შექმნილი პროექტების პრეზენტაციით დაიწყეს.

პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მეშვიდე და მეათეკლასელებს პედაგოგებთან ერთად მიწვეული ჰყავდათ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტებით სწავლება სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ერთ-ერთ აქტიურ გამოწვევად რჩება, რომელსაც დიდი ინტერესით ეხმაურებიან „ანაბასისელები“.

„2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი „ანაბასისის“ VII და X კლასის მოსწავლეებმა მათთვის სასურველ თემებზე შექმნილი პროექტების პრეზენტაციით დაიწყეს, რომელზეც პედაგოგებთან ერთად მოწვეული ჰყავდათ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები (პედაგოგი თეასამხარაძე). 

პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა, პრეზენტატორებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და აღნიშნეს, რომ თავიანთი პროექტების განხორციელების დროს იმედი აქვთ სასკოლო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერისა.

პროექტი, როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. პროექტგაკვეთილი – კონკრეტული პრობლემის
გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის
საშუალებას იძლევა.

ვინაიდან დღეს აქტუალურია პროექტებით სწავლება, სკოლა „ანაბასისში“ სწავლების სამივე საფეხურზე ხშირად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელშიც აქტიურადაა ჩართული მთელი სასკოლო საზოგადოება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203