რცხმელურის საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
24-01-2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლის ხუთ პედაგოგს - ირა ტვილდიანს, იზა ლიპარტელიანს, მარო ზურაბიანს, ნანა ტვილდიანსა და გუნტერ ლიპარტელიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

სკოლა ულოცავს პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას და შემდეგშიც წარმატებებს უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203