სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებმა ხელმოკლე ოჯახის ბავშვებს საჩუქრები გადასცეს
24-01-2020
თბილისის სკოლა-ლიცეუმის - „ცოდნა“ მოსწავლეებმა ხელმოკლე ოჯახის პატარებს ტკბილეული, სათამაშოები და სასკოლო ნივთები გადასცეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საქველმოქმედო აქცია I1 კლასის დამრიგებლის, ლიკა ლაგვილავას და მოსწავლეთა მშობლების ინიციატივით შედგა.
მისივე თქმით, „სიკეთე გადამდებია“ - ამ სლოგანის ფარგლებში სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექციის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობელთა ჩართულობით ბევრი აქტივობა განხორციელდა.
აღსანიშნავია „ცოდნას“ IV1 კლასის დამრიგებლის ბედეია ბოლქვაძის და მშობელთა თანადგომა ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდთან;
„ქველმოქმედება უანგარო დახმარებას გულისხმობს, არ შეიძლება ადამიანი მოწყალე, კეთილი, უხვი იყოს და ამავდროულად მზრუნველობა, ერთგულება და სიმამაცე არ ახასიათებდეს. სწორედ, ამ თვისებების განვითარებას ცდილობენ სკოლის მასწავლებლები აღსაზრდელებში“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ქალბატონი ნაზი ნადირაძე, რომელიც სკოლის წარმომადგენლის თქმით, თავად არის მაგალითი თითოეული მოსწავლისთვის სიკეთისა და თანადგომის გამოვლენისა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს