ორმეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ I ტურის ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ
24-01-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორმეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის - „ეტალონის“ I ტური ჩატარდა.

მოსწავლეები ტესტირებაში აქტიურად და მონდომებით ჩაერთვნენ.

მიმდინარე წლის განმავლობაში „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203