ხოჯორნის საჯარო სკოლას დრამატული თეატრი საახალწლო წარმოდგენით ეწვია
23-01-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლას თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი საახალწლო წარმოდგენით ეწვია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თეატრის მსახიობებმა საინტერესო წარმოდგენა დადგეს და მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

„თეატრის დასი წლებია, რაც ბავშვებს ახარებს სტუმრობით. პატარებს ძალიან მოეწონათ და ხალისით ჩაერთნენ ღონისძიებაში“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203