წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრები ბიბლიოთეკის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
23-01-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ „სწავლანის“ წევრები, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, ქუთაისში რეგიონულ ოფისში, ბიბლიოთეკის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, კლუბ „სწავლანის“ წევრებმა საინტერესოდ წარმოადგინეს, თუ რას ნიშნავს მათთვის წიგნი. უნივერსიტეტის რექტორმა მათ გადასცა სიგელები ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ხოლო სკოლის დირექტორს - ფაქიზო ფანჩულიძესა და კლუბის მეურვე დარეჯან ლაჭყეპიანს - მადლობის სიგელი წარმატებული მოსწავლეების აღზრდისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203