პირველი მაისის საჯარო სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსი სამმა პედაგოგმა მოიპოვა
22-01-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლაში 2020 წლის იანვრიდან უფროსის სტატუსი სამმა მასწავლებელმა მოიპოვა.

სტატუსი სკოლის დირექტორმა - რიტა გოგიშვილმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა - ტარიელ კაპანაძემ და მუსიკის პედაგოგმა - თამარ ჟღენტმა აიმაღლეს. 

„ისინი მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეების განვითარებაზე, აქტიურად მონაწილეობენ საკლასო და კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში. ვუსურვებთ მათ კიდევ მრავალ წარმატებას და ღირსეული თაობების ლამაზად აღზრდას“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203