ნიჯგორის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
22-01-2020

ასპინძის მუნიციპალიტეტის ნიჯგორის საჯარო სკოლას ახალი წლიდან კიდევ ორი უფროსი მასწავლებელი შეემატა.

იანვარში რუსული ენის მასწავლებელმა ირმა ასპანიძემ და სპორტის პედაგოგმა თემურ ლონდარიძემ სტატუსი აიმაღლეს. შემოდგომაზე კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ხათუნა ივანიძე გახდა უფროსი პედაგოგი.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ კოლეგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას.

ნიჯგორის საჯარო სკოლას სულ თერთმეტი უფროსი პედაგოგი ჰყავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203