სოფიო გორგოძე აბიტურიენტთა ცნობარის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციის ვადებს ასახელებს​
22-01-2020

2020 წლის აბიტურიენტებისთვის ცნობარი თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ, „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, ცნობილია რეგისტრაციის დაწყების პერიოდიც.

„თებერვლის ბოლოს იქნება ცნობარი და იქიდან ერთი კვირის ვარადაში, ანუ მარტის პირველ კვირაში უკვე რეგისტრაცია დაიწყება. რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანია და ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203