სენაკის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები“ პრეზენტაცია ჩატარდა
22-01-2020

სენაკის N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებ ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე: მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

პრეზენტაცია საგნის - „მე და საზოგადოება“ ფარგლებში ჩატარდა და მას პედაგოგი ნესტან გოგოხია ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა შეძლეს ცხოვრებისეული სიტუაციების დროსთან დაკავშირება და ტერმინების ადეკვატურად გამოყენება. მათ იმსჯელეს, თუ როგორ ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება/გადაცემა ძველად და ახლა, მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი, რომ ჩვენს ქვეყანაში მედიის როლი განსაზღვრულია კანონით და ყველას აქვს სიტყვის, გამოთქმის, ინფორმაციის მიღების, გადაცემისა და გავრცელების უფლება. მოსწავლეებმა კითხვაზე - რატომ იჯერებენ ადამიანები ადვილად შეუმოწმებელ ინფორმაციას? დისკუსია გამართეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203